გაცვლითი პროგრამები - საინფორმაციო შეხვედრები

09 იანვარი 2024, 11:33 748 ნახვა

უმაღლესი განათლების, ასევე პროფესიული განათლების  მქონე პირებს და   საგანმანათლებლო   ინსტიტუციებში   დასაქმებულებს, ასევე  სკოლის მოსწავლეებს   შესაძლებლობა აქვთ  „ერაზმუს  პლუსის“  გაცვლითი პროგრამებით ისარგებლონ.საკითხთან დაგავშირებით  დაინტერესებულ მხარეებთან  ბათუმში  ორ დღიანი შეხვედრა  მიმდინარეობს. 

რეგიონული შეხვედრების მიზანი  მეტი  ინფორმირებულობა,  საზღვარგარეთ  სწავლის  ხელმისაწვდომობის გაზრდა  და   სხვადასხვა ინსტიტუციის  გაცვლით პროგრამებში  ჩართულობაა. 

საქართველო  „ერაზმუს პლუსის“  პროგრამის  პარტნიორი  წევრია. იმისთვის, რომ ქვეყანა ასოცირებული  წევრი გახდეს    გაცვლითი პროგრამების  მიმდინარეობას     სპეციალურად  ჩამოსული  ექსპერტი  დააკვირდება.

კვლევა  მაისში  უნდა დასრულდეს, რის შედეგების მიხედვითაც  უნდა  გადაწყდეს  საქართველო პროგრამის ასოცირებული წევრი გახდება თუ  არა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში