უკანონო თევზჭერაზე სანქციები გამკაცრდა

08 იანვარი 2024, 11:57 422 ნახვა

უკანონო თევზჭერაზე სანქციები გამკაცრდა. ელექტროდენით, ელექტროშოკური აპარატით, თვითნაკეთი ელექტრო ხელსაწყოთი ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებებით თევზის ან წყლის ცოცხალი ორგანიზმის უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.

სამართალდარღვევა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 2 დან 4 წლამდე. აქამდე კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვრცელდებოდა მხოლოდ ქვირითობის, პირველი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში. ან იმ შემთხვევაში თუ პირს დიდი ოდენობით თევზი ჰქონდა მოპოვებული.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში