სეზონური გრიპის ვირუსების შემთხვევები, სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს, თუმცა ალბათ ისეთი აქტიური პერიოდი არ იქნება - ივანე ჩხაიძე

05 იანვარი 2024, 11:44 458 ნახვა

ქვეყანაში გავრცელებულ ვირუსებთან დაკავშირებით იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ბრიფინგი გამართა.

ვანო ჩხაიძის თქმით, აქტიურ ფაზაშია სეზონური ვირუსების პერიოდი. ამჟამად ქვეყანაში A და H3 ტიპის ვირუსია გავრცელებული, რომელიც ძირითადად  ბავშვებში ცირკულირებს.

ვირუსს ახასიათებს მაღალი სიცხე, კუნთების და სახსრების ტკივილი.

რისკ ჯგუფს წარმოადგენენ ორსულები და 65 წელს გადაცილებული ადამიანები. მედიკოსების მთავარი რეკომენდაციაა,  ვირუსის დროს სახლში დარჩენა და მკურნალობის სიმპტომურად გაგრძელება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში