ომი ახლო აღმოსავლეთში

30 დეკემბერი 2023, 12:25 490 ნახვა

საომარი მოქმედებები გრძელდება ისრაელსა და ჰამასს შორის. გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმებს ხან იუნისზე სულ მცირე 200 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ ჯარები ქალაქში ეტაპობრივად წინ მიიწევენ და „ჰამასის“ გამაგრებებს იკავებენ. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ დაჯგუფების გვირაბი ააფეთქეს. ანკლავში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ გაერო-ში. დიდი ბრიტანეთის ელჩი აღნიშნავს, რომ უკვე 8 500 ბავშვია დაღუპული, სახლებისა და სკოლების ორი მესამედი დაზიანებული, დაავადებებისა და შიმშილისგან კი კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, იმ შემთხვევაში თუ ჰუმანიტარული კატასტროფა არ შეჩერდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი