ელჩების კონფერენცია 2023 და გზავნილები

26 დეკემბერი 2023, 15:04 508 ნახვა

ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ- ამ საკითხზე იქნება მთავარი აქცენტი „ელჩების კონფერენციაზე, რომელიც დღეიდან 28 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიებაში მონაწილეობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები. იმსჯელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოებისა და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურ, პრაქტიკულ ასპექტებსა და საქართველოს ახლებურ როლზე რეგიონში, ცხადია ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ ახალ შესაძლებლობებზეც. ამბასადორიალს არ დასწრებია პრეზიდენტი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია. აქვე გაგახსენებთ, რომ შარშან ამბასადორიალზე სალომე ზურაბიშვილის არ დასწრების მიზეზად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილების რიგითობის დარღვევა“ დაასახელეს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი