ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა წევრმა დატოვა

25 დეკემბერი 2023, 14:59 558 ნახვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა წევრმა, ბაჩო ახალაძემ, ხათუნა ბერიშვილმა და მარინე თავაძემ პარტია დატოვეს. ამის შესახებ ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ მენეჯმენტში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადაჰყო და დაანახა პარტიის წევრების სრულ უმრავლესობას და მათ შორის საზოგადოებას, რომ პარტიაში პოლიტიკური პროცესები არასწორად ვითარდება. მოსვლის დღიდან ახალი მენეჯმენტისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა განსხვავებული, კრიტიკული აზრი პარტიის წევრებისა, უფრო მეტიც, პარტიამ უგულებელყო ხალხის, ერთგული ამომრჩევლის ინტერესები. გამომდინარე ზემოთ აღნიშნული მოცემულობიდან, შეუძლებელია დარჩე იმ პარტიაში, სადაც არ არსებობს განსხვავებული აზრი.

იქ სადაც პარტია მართულია არაფორმალური მმართველობით „კვიპროსის კლუბიდან“ და უგულებელყოფილია იმ ღირებულებათა და ფასეულობათა ერთობლიობა, რომელზეც წლების განმავლობაში იდგა „ნაციონალური მოძრაობა“. ამ და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ჩვენ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი ვტოვებთ პარტიას და ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. რასაკვირველია, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მორალურად მართალ და ღირსეულ ადამიანებთან ერთად – ნიკა მელიას გუნდში“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი