პარტია საქართველოსთვის მეორე დღეა მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით ბრიფინგს მართავს. პარტიაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხს გაურბის და სახელისუფლებო გუნდი ყოფილი პრეზიდენტის საკითხს ძალაუფლების შესანარჩუნებლად ეფექტურად იყენებს.