ახალი სკვერი

22 დეკემბერი 2023, 11:55 582 ნახვა

მახინჯაურში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მთავრდება. ახალ სკვერში მოეწყო სანიაღვრე სისტემა და შადრევნები, განახლდა არსებული ბიუსტები და ძეგლებიც. პარკში განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, რეკრეაციული ზონისთვის საჭირო ინვენტარი და დაიგო მწვანე საფარი. მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული ინფრასტრუქტურაც. აღნიშნული პარკი მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულს ეკუთვნის და როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ბათუმში წელს 13 სკვერის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება. მომდევნო წელს კი კიდევ 20 სკვერის კეთილმოწყობაა დაგეგმილი.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში