რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით კიევზე იერიში დრონებით მიიტანეს

22 დეკემბერი 2023, 11:02 490 ნახვა

უკრაინაში ომი გრძელდება. გვიან ღამით ოკუპანტმა იერიში კიევზე დრონებით მიიტანა. ქალაქის მერის განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ დრონი ჩამოაგდო, ნამსხვრევები კი საცხოვრებელ სახლს დაეცა.

წინასწარი ინფორმაციით შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა 2 პირი. ღამით აგრესორის მხრიდან უკრაინის ქალაქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა.

3 ადამიანი დაიღუპა დონეცკის რაიონის ქალაქ ტორეცკში, რომლის მიმართულებითაც რუსეთის არმიამ 2 საჰაერო დარტყმა განახორციელა. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან სულ მცირე 10 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი