პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სხდომა უმაღლეს საბჭოში

22 დეკემბერი 2023, 11:51 506 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში ამ წუთებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს უსმენენ. ნინო თანდილაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში, დეპუტატებს გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების შესაბამისად შემუშავებული კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშს აცნობს. მომხსენებელი ასევე “ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრებს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი