ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ, - წერს საქართველოს პრემიერი “ტვიტერში”. ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს და ჩეხ ხალხს პრაღაში სროლით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით თანაუგრძნობს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. ასევე ტვიტერში ეხმაურება ინციდენტს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს მსხვერპლის გამო და უსამძიმრებს ოჯახებს.