პრაღის უნივერსიტეტთან საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის - საგარეო უწყება

21 დეკემბერი 2023, 21:42 419 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრაღაში, კარლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საელჩო კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან.

ქალაქ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24-საათიან რეჟიმში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი : +420 777 222 053 ამოქმედდა.

„საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ, კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან. საქრთველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

პრაღაში, უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უცხოური მედია ჩეხეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში