ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ დღეს პირველი სხდომა ჩატარდა უმაღლეს საბჭოში, რომელზეც, ცხადია, განცხადებები გაკეთდა სწორედ ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ოპოზიციის ნაწილმა ოპონენტებს გასულ თვეებში სტატუსის მინიჭების გზაზე გაკეთებული განცხადებები და ამავე საკითხზე დამოკიდებულებები შეახსენეს. თქვეს, რომ ისტორიული გადაწყვეტილება ხალხის და არა ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია. კონტრარგუმენტებით უპასუხეს კოლეგებმა სახელისუფლებო პარტიიდან.