ევროკავშირის ახალი შეთანხმება მიგრაციისა და თავშესაფრის წესებზე

20 დეკემბერი 2023, 14:48 485 ნახვა

ევროკავშირმა მიგრაციის კანონმდებლობის გადახედვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ავრცელებს. რეფორმა მიგრანტების სწრაფ შემოწმებას, საზღვრებზე დროებითი დაკავების ცენტრების შექმნას, დაჩქარებულ დეპორტაციას და სამხრეთ ევროპის ქვეყნებზე მიგრანტების ზეწოლის შემცირებას ითვალისწინებს. ამასთან, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, „მიგრაცია საერთო ევროპული გამოწვევაა". „დღევანდელი გადაწყვეტილება საშუალებას მოგვცემს, რომ იგი ერთად ვმართოთ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მიგრაციის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი