ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მომხდარი გაუგებრობის გამო ბათუმის მერმა საზოგადოებას მოუბოდიშა, მანამდე კი განცხადება გააკეთა ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. თეკლა ჩიჩუას განმარტებით, მიზეზი ტექნიკური ხარვეზი გახდა, პასუხისმგებლობა კი საკუთარ თავზე აიღო, საზოგადოებას კი ბოდიში მოუხადა.