ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ხვდება. დაგეგმილია ხავიერ კოლომინას შეხვედრები პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩანიშნულია ბრიფინგი მედიისთვის. შეხვედრებზე განხილვის მთვარი თემებია რეგიონული უსაფრთხოება, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესები და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობა. ცოტა ხნის წინ ხავიერ კოლომინა საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ნატოსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით, თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო.