ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, პრეზენტაციის დროს, მონიტორზე რუსეთის რუკის გამოჩენის გამო ბოდიში მოიხადა

19 დეკემბერი 2023, 12:18 1013 ნახვა

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც დღეს პრეზენტაციის დროს, ქალაქის მერმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა,  ეკრანზე რუსეთის რუკა გამოჩნდა, რომელსაც ევროკავშირის დროშა ფარავდა.

აღნიშნულს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის წევრების მხრიდან პროტესტი მოყვა, მათ სხდომა დატოვეს და განაცხადეს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მორიგი სპექტაკლი დადგა და კანდიდატის სტატუსი რუსეთის რუკით მიულოცა საზოგადოებას. 

თავის მხრივ, ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ რუსეთის რუკის მონიტორზე გამოჩენა იყო, ტექნიკური ხარვეზი.

“შინაარსობრივ ნაწილზე სამწუხაროდ მე ვიმუშავე. ამისთვის ბოდიშს ვიხდი, მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც 10 წელზე მეტი იცხოვრა ევროპაში, შვილები გავზარდე ევროპაში და განათლებაც ევროპაში მივიღე. ვიზიარებ ევროპულ ღირებულებებს და ფასეულობებს, დამსწრე საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი”,- აღნიშნა თეკლა ჩიჩუამ, ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი