დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყნის ყველა ტაძარსა და მონასტერში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება. ბათუმში წმინდანის სახელობის ეკლესიაში წირვა დეკანოზმა სერგი რუხაძემ აღავლინა. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.