ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს. ბიუჯეტის პროექტით 382 მილიონი ლარია გათვალისწინებული, პრიორიტეტები კი თითქმის უცვლელია. ესენია ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები, რომელთა სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას გეგმავს მერია-ამბობენ მმართველ გუნდში. ბიუჯეტის არსებულ ვარიანტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, აქვთ შენიშვნები და არ მხოლოდ ბიუჯეტთან დაკავშირებით.