ქვეყნის მეთაურის ერთწლიანი ანგარიში. ირაკლი ღარიბაშვილმა საუბარი მადლობით და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებით დაიწყო. ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის. ისაუბრა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც, ომზე უკრაინაში და ქართული პოლიტიკის როლზე. თქვა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილებები და ყველაზე დიდი განსაცდელი, ომი აარიდა ქვეყანას. ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ბიუჯეტზე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო 11 წელიწადში ქვეყნის ბიუჯეტი 20 მილიარდით გაიზარდა. პრემიერის წლიური ანგარიში - დეტალურად ვნახოთ რეპორტაჟში.