რატომ იმყოფებოდა ჩინეთში ლევან დავითაშვილი ღონისძიებაზე, რომელსაც ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა? პოლიტიკურ ჯგუფ “ევროოპტიმისტებში” აცხადებენ რომ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს. 1 საათის განმავლობაში უსმენდნენ კანონმდებლები ვიცე პრემიერს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველო - ჩინეთის ეკონომიკურ-სავაჭრო პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, მისი ვიზიტიც სწორედ ამ მიზნობრიობით ახსნა.