განათლების საერთაშორისო ცენტრის შემაჯამებელი ღონისძიება

17 დეკემბერი 2023, 11:55 567 ნახვა

განათლების საერთაშორისო ცენტრმა წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. სპეციალური პრიზები გადასცა საქართველოში საფრანგეთის, აშშ-ის, იტალიის, ჩინეთისა და უნგრეთის საელჩოებს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში პირველად ცენტრის ისტორიაში 2023 წლის წარმატებულ კურსდამთავრებულს ანნა ბრჟეზოვსკაიას ბარბარე ყიფიანის სახელობის პრემია გადაეცა. 2014-2023 წლების განმავლობაში სტუდენტებისათვის გამოყოფილმა დაფინანსებამ 42 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 2023 წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, უცხოეთში განათლების მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, ჯამში 200-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაფინანსდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში