კიევზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

16 დეკემბერი 2023, 11:49 489 ნახვა

უკრაინაში ომი გრძელდება. დედაქალაქში გვიან ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა. ქალაქის მერის ინფორმაციით რუსები უპილოტო საფრენი აპარატებით კიევის ცენტრთან ახლოს მდებარე ტერიტორიებს დაესხნენ თავს. გავრცელებული ცნობით, იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ცნობისთვის, დეკემბერში ეს რუსების მიერ კიევზე განხორციელებული მე-6 შეტევა იყო. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ ყველა სამიზნე გაანადგურა. გარდა ამისა, ოკუპანტმა იერიში მიიტანა ხერსონის ოლქზეც, სადაც 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი