გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა

16 დეკემბერი 2023, 11:48 463 ნახვა

საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა გერმანიის ფედერალურმა საბჭომ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავშესაფრის შესახებ საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების განცხადებები უფრო სწრაფად განიხილება. ბუნდესრატის გადაწყვეტილების მიხედვით, განცხადებებს ხშირად შესაძლოა უარყოფითი პასუხები მოჰყვეს. გერმანიის მთავრობის  ცნობით 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან და მოლდოვიდან თავშესაფრის მაძიებელთა აღიარების დონე დაახლოებით 0.1%-ს შეადგენდა. ამჟამად კი, გერმანიაში თავშესაფრის შესახებ უარყოფილი განცხადებების 15% საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებზე მოდის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი