პარლამენტმა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა

15 დეკემბერი 2023, 17:13 522 ნახვა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით მიიღო „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება.

პროექტის თანახმად, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან გაუქმდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები, რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.

ამასთანავე, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე პირადობის იმავე მოწმობების სანაცვლოდ გაცემულ ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი