დღეს პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობას დაასრულებს. საშემოდგომო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურება. მანამდე კი საკანონმდებლო ორგანოში მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ. მომავალი წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 28 მილიარდ -ნახევარი ლარით განისაზღვრება. ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში ხარჯვითი ნაწილი 165 მილიონი ლარითაა გაზრდილი, საიდანაც 130 მილიონი რეგიონების პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. ცალკე მიმართულებაა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. გაზრდილი ბიუჯეტით გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა, ასევე ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის და სოციალურ მიმართულებებით პროექტების დაფინანსება. ოპოზიცია ბიუჯეტის მხარდაჭერაზე უარს ამბობს.