ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმე

14 დეკემბერი 2023, 18:01 882 ნახვა

22 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის დაფარვასა და შეუტყობინებლობაში ბრალდებულების წინააღმდეგ, მთავარი ბრალდებულის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის ოჯახის წევრებმა ჩვენება არ მისცეს და დუმილის უფლება გამოიყენეს. სხდომაზე საბადრაგო სამსახურის მიერ მოწმის სახით გამოცხადდნენ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამა და ორი ბიძა, რომლებიც ამავე საქმეში მოწმეებზე ზეწოლისა და მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით არიან ბრალდებულები. ჩვენების მიცემაზე ასევე უარი თქვეს გიორგი ალხანიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ბებიამ და ბაბუამ, რომლებიც საქმის მასალების მიხედვით მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე მეტრზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის შეყვარებულთან ერთად იმყოფებოდნენ. გიორგი ალხანიშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის ოჯახის წევრებს და შეყვარებულს მომხდარი მკვლელობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა გამოძიება ამით არ დაინტერესებულა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი