ამაყი ვარ, რომ ევროკომისიამ 8 ნოემბერს გაუწია რეკომენდაცია პოტენციურ წევრ სახელმწიფოებს, წაიწიონ წინ, იმედი მაქვს, წევრი სახელმწიფოები მჭიდროდ მიჰყვებიან რეკომენდაციას - პაველ ჰერჩინსკი

13 დეკემბერი 2023, 21:15 340 ნახვა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისაუბრა და საქართველოს მოქალაქეებს ევროპულ გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. მან აღნიშნა, რომ ქართველების ხმა ბრიუსელში ნათლად ისმის და იმედი გამოთქვა, რომ ამას 27-ვე წევრი ქვეყანაც ერთხმად გაიგებს.

ჰერჩინსკის თქმით, მისთვის პატივია კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში ხელმოწერების მიღება და ელექტრონულ ფორმატში შარლ მიშელისთვის გადაცემა. 

"მე მიხარია რომ თქვენ ყველანი იღებთ ამ ყველაფერში მონაწილეობას და მხარს უჭერთ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. თქვენ ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში და იმედი მაქვს, რომ ეს ასევე გასაგები იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს 27-ვე დედაქალაქში. დღეს ამ ოთახში ფაქტობრივად ყველა ვიმყოფებით. ბევრმა კოლეგამ მეზობელი ქვეყნებიდან იმოგზაურეს, რათა აქ ჩამოსულიყვნენ. ზოგიერთი კოლეგა საკუთარი დედაქალაქიდანაც ჩამოვიდა, რათა ამ ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა. ჩემთვის დიდი პატივი იქნება, რომ მივიღო ეს ხელმოწერები და ელექტრონულ ფორმატში შარლ მიშელს გადავუგზავნო." - განაცხადა ჰერჩინსკიმ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში