ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმე-მიიღებს თუ არა პროცესებში მონაწილეობას მთავარი ბრალდებული

13 დეკემბერი 2023, 14:47 814 ნახვა

20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის სასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიდო. მოსამართლემ მიზეზად დაასახელა ის, რომ ამ ეტაპზე უცნობია საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის პოზიცია, სურს თუ არა მას მონაწილეობა საქმის არსებითად განხილვაში. მისი პოზიციის გასარკვევად, პროკურატურამ უკვე მიმართა ბრიტანეთის საგამოძიებო უწყებას და ელოდება პასუხს. ბაჟუნაიშვილის წინააღმდეგ საქმეში დევს ამავე დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობაში ბრალდებული მისი მეგობრების ჩვენებები, ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები. გამოძიების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბაჟუნაიშვილმა გიორგი ალხანიშვილი ჯერ მოკლა, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად გვამი გადამალვის მიზნით სოფელ აჭყვისთავში დამარხა, ქვეყანა დატოვა და ლონდონში გაემგზავრა. მასზე გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა და იგი დიდ ბრიტანეთში დააკავეს. გამოძიება ალექსანდრე ბაჟუნაიშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში