პარლამენტი თეა ახვლედიანს უსმენს

12 დეკემბერი 2023, 19:56 490 ნახვა

პარლამენტი სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს უსმენს. სახელმწიფო მინისტრი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება. მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში უწყების საქმიანობის ანგარიში წარადგინა, სადაც მან პრიორიტეტებთან დაკავშირებით ისაუბრა. ამ წუთებში თეა ახვლედიანს კითხვებს დეპუტატები უსვამენ. დეპუტატებს კითხვები აქვთ, საზღვრისპირა სოფლებში საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ და რას აკეთებს უწყება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალების , ასევე იქ მცხოვრები ადამიანების სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რა გააკეთა უწყებამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატიმრების დასახმარებლად, ამის გარდა, ოპოზიციონერ დეპუტატებს აინტერესებდათ, რა ხედვა აქვს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ბოლო დროს რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასთან დაკავშირებით და მოუწოდეს მას უფრო მკვეთრი პოზიცია დააფიქსიროს. ოპოზიციის კითხვების საპასუხო განცხადებები ისმის ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში