„ჩაუმქრალი სანთლების“ დოკუმენტური ფილმის საპრემიერო ჩვენება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. იგი ზურაბ გორგილაძის ხსოვნას ეძღვნება და მისი გადაღება ათი წლის წინ დაიწყო. ფილმში გადმოცემულია პოეტის შემოქმედება, ცხოვრება და ისტორიები. ფილმის რეჟისორი ნინელი გოგიტიძეა.