დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.
მისივე ინფორმაციით, პაციენტს სხეულის 10%, აქვს დაზიანებული, ასევე სასუნთქი გზები.
"ბავშვმა ეგრეთ წოდებული პიროტექნიკა ჩააგდო საწვავით სავსე ჭურჭელში, რასაც მოჰყვა აფეთქება და აალება. პაციენტი ამჟამად მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. დაზიანებული აქვს სხეულის ათი პროცენტი, რასაც ემატება დამწვრობითი შოკი და სასუნთქი გზების დაზიანება. ამ წუთას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი ძალიან საყურადღებოა“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
გუშინ, ქობულეთში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა.