სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომღერალ ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის 11 დეკემბერს ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს“, – ნათქვამია