სალომე ზურაბიშვილის მორიგი ვიზიტი, ამჯერად ჩეხეთში და ისევ მთავრობის ნებართვის გარეშე. ადგილობრივი მედიის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს პეტრ პაველს შეხვდა. როგორც მედია იუწყება ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაც ამის ნათელი დადასტურებაა. პრეზიდენტის ვიზიტს შეფასებები მოჰყვა საქართველოში.