შალვა პაპუაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

11 დეკემბერი 2023, 14:01 360 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას და ხალხს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები. მიმოიხილეს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კულტურის, ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და აქტივობები. ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების როლს და მნიშვნელობას ორმხრივი კავშირების განმტკიცების საქმეში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ყარაბაღთან დაკავშირებული პროცესები და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობები.

საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი