ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციებში დიდთოვლობაა

11 დეკემბერი 2023, 11:52 355 ნახვა

ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციებში დიდთოვლობაა. პირველმა თოვლმა რეგიონში გამოიწვია სკოლების, საბავშვო ბაღების დახურვა და სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება. ჰენანის პროვინციის დედაქალაქში ძლიერი ქარბუქის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილეს. ჰაერის ტემპერატურა რეგიონში ორ გრადუსამდე დაეცა. სტიქიის გამო პარალიზებულია სარკინიგზო მიმოსვლა. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ინფორმაციით, დაკეტილია ჩქაროსნული ავტომაგისტრალები. ჰენანის მეზობელ შენსისა და შანსის პროვინციებში დიდთოვლობის გამო პარალიზებულია სატრანსპორტო მოძრაობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში