გატაცებულ 16 წლის გოგოს და მის გამტაცებლებს ეძებენ

10 დეკემბერი 2023, 14:52 521 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი სახლიდან გატაცებულ 16 წლის გოგოსა და მის ექვს გამტაცებელს ამ დრომდე ეძებს. შემთხვევა გუშინ საღამოს საათებში, ფონიჭალაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გატაცებული არასრულწლოვანის მშობლები ამბობენ, რომ მათი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა ერთ-ერთ გამტაცებელზე. თუმცა, ერთი თვის წინ, გოგომ უარი თქვა მომავალ ქორწინებაზე. მათი თქმით, გამტაცებლები სახლში მაშინ შეიჭრნენ, როდესაც ოჯახში მხოლოდ ქალები იყვნენ და გოგო ძალის გამოყენებით გაიყვანეს სახლიდან. გატაცებული გოგოს მშობლების ცნობითვე, კაცი, რომელმაც მათი არასრულწლოვანი შვილი გაიტაცა, რუსეთის მოქალაქეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში