გადაწყვეტილების მოლოდინში

10 დეკემბერი 2023, 11:49 470 ნახვა

დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, საქართველო რამდენიმე დღეში ელოდება. ქვეყანას უკვე აქვს ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან საქართველო სამართლიან გადაწყვეტილებას მოისმენს, რაც, უმრავლესობის აზრით, ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების დამსახურება იქნება. ევროპული საბჭოს მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან მმართველი გუნდის ოპონენტები. ოპოზიციაში იმედი აქვთ, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება. ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 14-15 დეკემბერს გამოაცხადებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი