ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელად ზვიად ბოლქვაძე დაინიშნა

09 დეკემბერი 2023, 17:49 6509 ნახვა

ცვლილებები ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. მომდევნო წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას ზვიად ბოლქვაძე ჩაიბარებს. ზვიად ბოლქვაძე ახალ პოზიციაზე დღეს აჭარის განათლების მინისტრმა წარადგინა. მაია ხაჯიშვილის განცხადებით, იცვლება მუსიკალური ცენტრის კონცეპტუალური განვითარება და ხედვები. ზვიად ბოლქვაძე მრავალ ჟანრში მოღვაწეობს, არის ცნობილი კომპოზიტორი, ავტორ შემსრულებელი, დირიჟორი და არანჟირებების ავტორი.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში