სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და უსაფრთხოების სფეროში მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას. განიხილეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეებიც.