იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვის კანონპროექტზე აჟიოტაჟი არის ხელოვნური - კობახიძე

07 დეკემბერი 2023, 13:55 459 ნახვა

იურიდიული პირების წილი პარტიების დაფინანსებაში არის სამი-ოთხი პროცენტი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვის კანონპროექტზე აჟიოტაჟი არის ხელოვნური.

„რაც შეეხება იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვას, ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი ამ მიმართულებით არ გვქონდა. იურიდიული პირების წილი პარტიების დაფინანსებაში რეალურად დღესაც არის სადღაც სამი-ოთხი პროცენტი. ეს არ არის პოლიტიკურად სენსიტიური საკითხი, თუმცა ოპოზიცია აქაც ახერხებს სპეკულირებას. ეს იყო ვენეციის კომისიის მოთხოვნა, რომელსაც უბრალოდ ვასრულებთ. შესაბამისად ამ საკითხის გარშემო პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნა არის აბსოლიტურად ხელოვნური პრობლემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი