ნევადას უნივერსიტეტში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

07 დეკემბერი 2023, 10:21 445 ნახვა

ლას ვეგასში, ნევადას უნივერსიტეტში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. 

შემთხვევა ადგილობრივი დროით 11:45 საათზე მოხდა, რა დროსაც თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე.

თავდამსხმელის ლიკვიდირება პოლიციამ ადგილზე შეძლო.

უცხოური მედიის ცნობით, რა გახდა თავდასხმის მოტივი უცნობია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში