ბრალდება პროკურატურამ უკვე წარუდგინა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორს მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 4 დეკემბერს,ბათუმში, გაჩერებულ ავტომობილში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე და სხვადასხვა დაზიანება მიაყენა.დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.