ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმე

06 დეკემბერი 2023, 18:02 1131 ნახვა

19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის ერთ-ერთ გამოყოფილ საქმეზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის შეყვარებული გამოიკითხა. ელენე დოლიძე ერთ-ერთია, ვინც ლეღვაში მკვლელობის ღამეს ბაჟუანიშვილების სახლში იმყოფებოდა და მეგობრების სუფრის წევრი იყო. მან ქრონოლოგიურად გაიხსენა 18 მაისის ღამე და მოსამართლეს უთხრა, რომ მომხდარი მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა და საეჭვო გარემოებაც არ შეუმჩნევია. მოწმის ინფორმაციით, მისთვის უცნობია რა გახდა გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის მოტივი ან ვინ მოკლა ის. მოწმის ჩვენებიდან ვგებულობთ, რომ მას შემდეგ, რაც ალხანიშვილი გაუჩინარდა, ბრალდებულებმა იგი დაარწმუნეს, ყველაფერი რიგზე იყო და წითელი ტაქსით გააცილეს სახლში. საქმის მასალებიდან და მოწმის ჩვენებიდანაც ირკვევა,რომ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი და მისი შეყვარებული თურქეთში ბაჟუნაიშვილის მშობლებმა გააცილეს, თუმცა ელენე დოლიძე დღეს ირწმუნებოდა, რომ ჯერ კიდევ არ იცოდა მომხდარი მკვლელობის შესახებ. რაც შეეხება ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის ტელეფონს, რომელიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო, მოწმემ თქვა, რომ თურქეთში გადასვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა ტელეფონი დაკარგა. გამოძიება ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის ორ ბიძას განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ერთ-ერთი ბიძა სასულიერო პირია და ის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. პასუხისგებაშია მიცემული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამაც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი