ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ ბოიან ჯორჯევის წარმოდგენა - „ფერის პოლიტიკა - ქრომოპოლიტიკა“ გაიმართა. „ფერის პოლიტიკა“ თბილისის არქიტექტურას ეფუძნება. წარმოდგენაში დიდი ზომის მოზაიკები და ტრადიციული ქართული ხალიჩებია გამოყენებული.
მეთოჯინეები, მთხრობელი და მუსიკოსი მაყურებლის მეგზურებად იქცევიან, რათა მათთან ერთად ამოხსნან ტრადიციისა და თანამედროვეობის ურთიერთობის თავსატეხი, რომელიც ფერადოვანი, მრავალშრიანი ხალიჩის სახით გვევლინება.