ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამები- ეს საკითხები დასვა მოსახლეობამ მერთან შეხვედრაზე. სხვადასხვა სახის რეკომენდაცია გაიცა არქიტექტურისა და ავარიულ სახლებთან დაკავშირებით. მოქალაქეები შეხვედრაზე ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსაც გაეცნო.