ოპოზიციის მხრიდან სპეკულირება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებთან დაკავშირებით ნათლად აჩვენებს მათ უსუსურობას - ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მანველიძე იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვის საკითხს.
„იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა და ოპოზიციის მხრიდან, თემით სპეკულირება მათ უსუსურობაზე მეტყველებს. აღნიშნული პროექტი ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებული რეკომენდაციის გათვალისწინებით მომზადდა - „დეოლიგარქიზაციის შეასხებ" პუნქტში მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა, შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაშიც“- განაცხადა გიორგი მანველიძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტი შემუშავებულია ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფისა და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნების მიზნით. იმ პარტიებს, ვისაც დემოკრატიული, თანასწორუფლებიან გარემოში არსებობა არ შეუძლია ვურჩევ გაქრნენ პოლიტიკური არენიდან.