უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 70-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

05 დეკემბერი 2023, 09:36 363 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 70-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა განაგრძეს შეტევა რამდენიმე მიმართულებით და უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზის გარღვევა სცადეს.

გენერალურ შტაბში აღნიშნავენ, რომ ავდეევსკის მიმართულებით ნოვობახმუტოვკას, სტეპნოის, ავდეევკასა და ჩრდილოეთ დონეცკის ოლქის აღმოსავლეთით მდებარე რაიონებში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 15 წარუმატებელი თავდასხმა მოიგერიეს. ოკუპანტებმა ასევე მიიტანეს ავიაიერიში ალექსანდროპოლის მიდამოებში.

პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 10 დარტყმა განახორციელეს პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე, ხოლო 2 მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში