მელიასა და ვარშალომიძეს შორის იყო პირადი დაპირისპირება, ეს გამოკვეთილი იყო აჭარის ორგანიზაციაშიც, პროცესები ლოგიკურად დასრულდა - ცოტნე ანანიძე

04 დეკემბერი 2023, 16:58 361 ნახვა

ენმ-ს თავმჯდომარის წინა არჩევნებიდან მელიასა და ვარშალომიძეს შორის იყო პირადი დაპირისპირება, ეს გამოკვეთილი იყო აჭარის ორგანიზაციაშიც და შეიძლება ითქვას, პროცესები ლოგიკურად დასრულდა - ასე გამოეხმაურა აჭარის  უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ცოტნე ანანიძე, ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციიდან მელიას მომხრე წევრების გასვლას.

ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ ეს არის ვარშალომიძე-მელიას შორის დაპირისპირების გამოძახილი.

"ენმ-ს თავმჯდომარის წინა არჩევნებში მელია და ვარშალომიძე იყვნენ კანდიდატები, სადაც მელიამ გაიმარჯვა. რა თქმა უნდა ვარშალომიძე და მისი ფრთა მელიას მხარდამჭერებზე, რბილად რომ ვთქვათ, გაბრაზებული იყო. ეს პირადი დაპირისპირება, რაც ახასიათებს ენმ-ს, გამოკვეთილი იყო აჭარის ორგანიზაციაშიც და შეიძლება ითქვას პროცესები ლოგიკურად დასრულდა,'' - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში