იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულობების გაცემა შესაძლოა აეკრძალოთ

04 დეკემბერი 2023, 14:51 297 ნახვა

იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობების გაცემა შესაძლოა აეკრძალოთ. შესაბამისი ცვლილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის.     

ინიციატორები  „ქართული ოცნების“ წევრები არიან, რომლებიც განმარტავენ, რომ პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის  რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, რომელშიც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.

ცვლილებებით ასევე შემცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა, რაც ინიციატორების განმარტებით, პარტიათა შორის ჯანსაღი კონკურენციის არსებობას უზრუნველყოფს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში